სპექტალის შესახებ:
სპექტაკლის სინოფსისი:
„ჰეი, შენ!“ არის სპექტაკლი ურთიერთობებისა და ინტიმურობის შესახებ. ავტორის ჩანაფიქრს ორი ახალგაზრდა სტუდენტი მსახიობი გოგონა ასრულებს. „ჰეი, შენ“ პერფორმანსია, რომელიც კრზიკმა (კივილი) შექმნა თავისი მუშაობის წლების განმავლობაში. ის შეიცავლს ფიზიკურობისა და სინაზის ელემენტებს, არასტაბილურობასა და მუდმივი თვითრეფლექსიას. როგორც ხშირად, კითხვები აქაც რჩება. რას გვიტოვებს სამყარო როცა აჩქარებით ტრიალებს და ზრდასრულობაში შევაბიჯებთ? როგორ ვსვამთ საკუთარი თავის შესახებ კითხვებს სამყაროსთან? ოჯახი, ურთიერთობები და ოცნებები სამყაროსთან ჩვენი ინიციაციის დროს ჩნდება. მაგრამ მაინც, ზოგჯერ მხოლოდ მომენტები, მოვლენების ფრაქციები და ჩვენი საერთო გამოცდილებაა დამახსოვრებული და მნიშვნელოვანი. დაბოლოს, როგორც წესი, საქმე ისაა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს. იქნებ ეს საკმარისიცაა?