
თეატრალური კომპანია ''ლაბორატორია''
ორკესტრი
6 ივნისი
15:00
ტრაგიკომედია
რეჟისორი: გრიშო ჟორდანია
მხატვარი: ანანო ქარუმიძე
მუსიკალური გაფორმება: A Winged Victory For The Sullen
მონაწილეები:
ხატია შიომღვდლიშვილი
გვანცა კალანდია
დეა შუკაკიძე
ანანო ქარუმიძე
გუგა ვასაძე
კაწია წიწილაშვილი
ელენე მანჯგალაძე
ლევან ყიფიანი
სპექტალის შესახებ:
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი არის უსიტყვო. მხოლოდ ერთი მონოლოგი გვაქვს დატოვებული პიესიდან. პერსონაჟები კიცხავენ ადამიანთა დუმილს, რომლებიც ხშირად უსამართლობაზე და სისასტიკეზე თვალს ხუჭავენ. მოგვითხრობს სამუსიკო ორკესტრის წევრ ქალებზე და ერთ მამაკაცზე. მათ სასიყვარულო თავგადასავლებზე, ფსიქოლოგიურ ტრავმებზე, სოციალურ უთანასწორობაზე, ფარისევლურ ურთიერთობებზე და პროფესიულ დაპირისპირებებზე. მისი ვიზუალური მხარე მინიმალისტურია და გარკვეულ წილად გამოხატავს ჩაკეტილ ჩარჩოს საიდანაც პერსონაჟები ვერ ახერხებენ გაქცევას.
თეატრის შესახებ:
2018 წლიდან დაარსდა სტუდენტური სამოყვარულო თეატრალური დასი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში(GIPA). 2024 წლიდან დასის წევრების გარკვეული ნაწილი და მათი ხელმძღვანელი გამოეყო უნივერსიტეტის ბაზას და გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა კერძო თეატრალური კომპანია „ლაბორატორია“. რაც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ თეატრალური ექსპერიმენტები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. დადგმული გვაქვს სპექტაკლები: „რევიზორი“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „მოტრფიალენი თავისუფლების“, „პატარა უფლისწული“, „სეილემის ალქაჯები“. მონაწილეობა გვაქვს მიღებული ფესტივალ „ქართული დღეები ფრაიბურგში“ და ფესტივალში - „ნიღაბი“ 2018, 2019, 2022, 2023 წლებში.