top of page
Search

პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი - "ფუტურო ადამიანები"

  • Writer: ialodiiaa
    ialodiiaa
  • Jun 7, 2024
  • 1 min read

06/06/2024


დრამა

რეჟისორი და ინსცენირების ავტორი: გიორგი მეტონიძე

მხატვარი: გიორგი მეტონიძე

ქორეოგრაფი: ბუბა სავანელი

მუსიკალური გაფორმება: ლიკა დარბაიძე

მონაწილეობენ: გიორგი მეტონიძე, ბუბა სავანელი, მარიამ ტაბატაძე, ცოტნე ჭუმბურიძე, საბა მაჭარაშვილი, ლიზი ლომიძე, ნინი მარგველაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ბადრი ბერიძე, დარეჯან ჯოხაძე, ელგა გუგუნავა.





თომას ელიოტი თავის საკმაოდ გრძელ და ტევად ლექსში ძირფესვიანად ცვლის ჯოჯოხეთის ტრადიციულ მხატვრულ და ზოგადკულტურულ ხატს, შავბნელ ჯურღმულებში ცოდვილთა სულების შიშისმომგვრელი ტანჯვა-წამების ნაცვლად, ის წარმოსახავს სრული ზნეობრივი და ფიზიკური პარალიზის შემზარავ სურათს. „კაცის ფიტულების“ პერსონაჟთა სამყაროში არ არსებობს პროტაგონისტი, აქ არც გმირს ვხვდებით, არც ანტიგმირს. წარმოსახულია უბრალოდ სტატისტთა მასა, რომელიც ავტორისეულ ჩანაფიქრშივე უმოძრაოა, უსახური და უფერულია. ელიოტამდე, ალბათ, არავის გამოუხატავს ფასეულობათა დეგრადაციის შედეგად შექმნილი ჩიხის ესოდენ შემაძრწუნებელი განცდა, ქვეყნიერების ზნეობრივი აღსასრულისა, რომელიც ყოველგვარ პომპეზურსა თუ საზეიმო ხასიათს მოკლებულია და უსუსურ სლუკუნში გამოიხატება.

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page