თეატრალური კომპანია „ლაბორატორია“ - „ორკესტრი“
- ialodiiaa
- Jun 6, 2024
- 1 min read
06/06/2024
თეატრალური კომპანია „ლაბორატორია“ - „ორკესტრი“ (ჟან ანუი) ტრაგიკომედია
რეჟისორი: გრიშო ჟორდანია
მხატვარი: ანანო ქარუმიძე
მუსიკალური გაფორმება: A Winged Victory For The Sullen
მონაწილეობენ: ხატია შიომღვდლიშვილი, გვანცა კალანდია, დეა შუკაკიძე, ანანო ქარუმიძე, გუგა ვასაძე, კაწია წიწილაშვილი, ელენე მანჯგალაძე, ლევან ყიფიანი.
სპექტაკლი არის უსიტყვო. მხოლოდ ერთი მონოლოგი გვაქვს დატოვებული პიესიდან. პერსონაჟები კიცხავენ ადამიანთა დუმილს, რომლებიც ხშირად უსამართლობაზე და სისასტიკეზე თვალს ხუჭავენ. მოგვითხრობს სამუსიკო ორკესტრის წევრ ქალებზე და ერთ მამაკაცზე. მათ სასიყვარულო თავგადასავლებზე, ფსიქოლოგიურ ტრავმებზე, სოციალურ უთანასწორობაზე, ფარისევლურ ურთიერთობებზე და პროფესიულ დაპირისპირებებზე. მისი ვიზუალური მხარე მინიმალისტურია და გარკვეულ წილად გამოხატავს ჩაკეტილ ჩარჩოს, საიდანაც პერსონაჟები ვერ ახერხებენ გაქცევას.
Comments