top of page
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი

უშბა და თეთნულდი

9 ივნისი

21:00

მითოლოგიური დრამა

რეჟისორი და პიესის ავტორი: ბახვა წერედიანი

მხატვარი: გიორგი გორგიაშვილი

მუსიკალური გაფორმება: გიორგი ხოსიტაშვილი

მოქმედი პირები:

მარიამ კახიანი - მზის ასული

თემო რატიანი - ჯიხვი

მზია ფალიანი - მზის ასული,ჭაბუკი

ანა ხერგიანი - ჯიხვი

ნინი ქურდიანი - მზის ასული

მარიამ ვიბლიანი - დედა, ჭაბუკი, მამა, ჯიხვი

თათა აფრასიძე - დედა, ჭაბუკი

ბაქარ ფალიანი - ჯიხვი

ნიკოლოზ გულედანი - მთვარე

ნინო ივეჩიანი - ჭაბუკი, დედა, მახვში

მარიამ ნავერიანი - მზე

სპექტალის შესახებ:

სპექტაკლის შესახებ: 

სპექტაკლი „უშბა და თეთნულდი“ არის მითოლოგიური დრამა ბახვა წერედიანის ამავე დასახელების პიესის მიხედვით, რომელსაც საფუძვლად უდევს სვანური ლეგენდა აკრძალულ სიყვარულზე. სპექტაკლი წარმოდგენილია თოჯინების თეატრის სახით. მასში მოქმედი გმირებია არიან: მზე, მზის ასული, მთვარე, ჭაბუკი (უშბა), ბაბა (მახვში), დედა, ჯიხვი და ხარი. „იყო ერთი მზის ასული, რომელიც სილამაზით მთელ ცის სამყაროში იყო განთქმული. მზის ასულმა დედა-მზეს სთხოვა, რაც კი სადმე ყველაზე ლამაზი ადგილი გეგულება, იქ წამიყვანეო. დედა-მზემ მოხვია ასულს ხელი და რაც თავის სამფლობელოში ყველაზე ლამაზი ადგილი იყო, იქ დასვა მწვანედ მობიბინე მინდორზე შიხრაში, მდინარე დოლრას ხეობაში. მზის ასულს ისე მოეწონა გარემო, რომ გადაწყვიტა, სამუდამოდ აქ დარჩენილიყო“. სპექტაკლში თოჯინების თეატრის საშუალებით გამოცემულია ლეგენდა უშბასა და მზის ასულის სასიყვარულო ისტორიის შესახებ, რომლებსაც დიდ მსხვერპლზე წასვლა მოუწიათ.


თეატრის შესახებ: 

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას. გარდა საყოველთაო კულტურული ღონისძიებებისა, მათ შორის, სვანური ფოლკლორული ანსამბლ „რიჰოს“ მოღვაწეობისა, ცენტრი არაოფიციალურად წარმოადგენს ლეო ფილფანის სახელობის თეატრს. თეატრის ფარგლებში ოთხი წელია, ცენტრი სტუმრობს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა თეატრის დასს, რომლებიც ადგილობრივებს აცნობენ თეატრალურ სამყაროს. ოთხი წლის განმავლობაში თეატრმა მოსახლეობას წარმოუდგინა სამი რეპერტუარი: „ბეთქილ“, „უშბა და თეთნულდი“ და „სტუმარ-მასპინძელი“. ამჟამად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარეობს ახალი სპექტაკლის დაგეგმვა, რომლის პრემიერაც შემოდგომაზე იქნება ჩვენივე ცენტრის სცენაზე.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page