
უნივერსიტეტ სეუ-ს თეატრალური დასი
დაარქვი რაც გინდა რეპეტიციის შემდეგ
5 ივნისი
15:00
კლოუნადა, ფსიქოლოგიური დრამა
ინსცენირების ავტორი: ოთარ ქათამაძე
რეჟისორი: გიორგი ტიელიძე
მხატვარები: გიორგი ტიელიძე, მარიამ მიქელაძე
ქორეოგრაფი და მუსიკალური გაფორმება: გიორგი ტიელიძე
მოქმედი პირები და შემსრულებლები:
ფოგლერი - გიორგი ბეჟანიშვილი
ტრიო - გეგა გალოგრე
ზალპე - საბა მეტრეველი
შპრეხენ მაისტერი - ლევან ჩერქეზია
რაქელი - ანა კლაუ
სპექტალის შესახებ:
სპექტაკლის შესახებ:
მოქმედება მიმდინარეობს თეატრში, სადაც ინგმარ ბერგმანის პერსონაჟი - რეჟისორი, ფოგლერი, დგამს სპექტაკლს - „დაარქვი რაც გინდა“, რომელშიც დედისგან მიტოვებული, ტყუპი ძმები ჯამბაზების ისტორიაა მოთხრობილი. ისინი ცდილობენ ომის დროს გაექცნენ იმ რეალობას და უსამართლობას, რაც კომუნისტურ რეჟიმსა და მის შედეგს ასახავს; ომს, შიმშილს, რეპრესიებს... ასევე, დრამატურგი ალეგორიით მიგვანიშნებს, იმ დიდ ტრაგედიაზე, რაც ომს მოჰყვა. კერძოდ, ემიგრანტი დედები და მათ მიერ იძულებით მიტოვებული შვილები, რომლებიც მათი სიყვარულის, მზრუნველობისა და სითბოს გარეშე იზრდებიან. სპექტაკლი მოგვითხრობს დაკარგულ თაობაზე, რომელიც თვითგადარჩენისათვის იბრძვის, ხშირად კი, ეს ბრძოლა დიდი ტრაგედიით სრულდება. წლების შემდეგ, უკან დაბრუნებულ დედებსა და შვილებს შორის უფსკრულის ამოვსება რთულია, უარეს შემთხვევაში კი შეუძლებელი. სპექტაკლის რეპეტიციის შემდეგ მარტო დარჩენილ რეჟისორს, სტუმრად ეწვევა, მენტალური პრობლემების მქონე ყოფილი საყვარელი, ამავე თეატრის მსახიობი და სავარაუდოდ მისი შვილის დედა, რაქელი. ისინი იხსენებენ, თავიანთ წარსულს, ცდილობენ ურთიერთობის აღდგენას, თუმცა ეს შეუძლებელია. ისინი მუდმივი თავის მართლებით ცდილობენ, ერთმანეთს გადააბრალონ წარსულში დაშვებული შეცდომები. ურთიერთობას, რომელიც დასაწყისშივე განწირული იყო, საბოლოო წერტილს უსვამს რეჟისორის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება, რომელიც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ძალადობა სულიერი სიმახინჯეა, რომელიც ცოდვას ბადებს, ხოლო ცოდვილი ადამიანის შთამომავალი მახინჯია!
თეატრის შესახებ:
სეუ-ს თეატრალური დასი შეიქმნა 2010 წლის 1 დეკემბერს, სეუ-ს სტუდენტების ინიციატივით. დასი დაკომპლექტებულია სეუ-ს სტუდენტებით, რომლებიც გვევლინებიან მსახიობებად, მოცეკვავეებად, მომღერლებად და სხვა ხელოვნების დარგების დამწყებ მოყვარულებად. სეუ-ს თეატრალური დასი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტებში მოქმედ დასებთან, ასევე აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში და ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს სტუდენტურ ფესტივალებსა თუ სტუდენტურ დღეებზე, სადაც მოპოვებული აქვს არაერთი პრიზი. ასევე, არის ერთ-ერთი ქველმოქმედი დასი საქართველოში