სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ჟიური


მარტ მოისი
ესტონელი თეატრალური პროდუსერი. R.A.A.A.M. თეატრის რეჟისორი და დამფუძნებელი. SA Vaba Lava იდეის ავტორი და ხელმძღვანელი 2019 წლიდან. როგორც პროდიუსერს, მიოსს ეკუთვნის დაახლოებით 60 თეატრალური წარმოდგენის ინიციატივა. მისი მოწვევით ესტონეთს 30-ზე მეტი უცხოელი რეჟისორი ესტუმრა. მას 50-მდე პიესა აქვს დაკვეთილი სხვადასხვა ავტორისათვის.

ანტონელა კორნიჩი
რეჟისორი, ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტ „ჯორჯ ენესკუ“-ს პროფესორი რუმინეთში 2006 წლიდან. არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე საფრანგეთში, გერმანიაში, კორეაში, სანკ პეტერბურგში, იტ ალიაში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და ეგვიპტეში. ევროპული პროგრამები კოორდინატორი განათლებისა და კულტურის პროექტების კუთხით. განათლებისა და კულტურის ევროპული ცენტრის ARTEMIS გენერალური მენეჯერი 2005 წლიდან ქალაქ იასის (რუმინეთი) ეროვნული თეატრის მსახიობი 1997-208 წლებში. გამოცემული აქვს არაერთი სტატია და კვლევა რეჟისურისა და სამსახიობო ხელოვნების შესახებ.

ლაშა ჩხარტიშვილი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

თამთა ქაჯაია
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ავთანდილ ვარსიმაშვილი
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თავისუფალი თეატრის მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი